მეცნიერებმა COVID-19-თან ბრძოლაში პირბადის ეფექტურობა დაადასტურეს

საერთაშორისო კვლევის შედეგების მიხედვით, ნიღბების ტარება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი კორონავირუსთან ბრძოლაში, რაც 53%-ით ამცირებს ინფიცირების ალბათობას.

სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან და ჩინეთიდან, ექვსი კვლევა ჩაატარეს, რომ შეესწავლათ, როგორ მოქმედებს ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა ზომები COVID-19-თან ბრძოლაზე.

როგორც აღინიშნება, საერთო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ზომის გამოყენებით COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი 53%-ით მცირდება, თუმცა, ცალკეული კვლევების შედეგებს შორის განსხვავება მნიშვნელოვანი იყო.

ინფორმაცია მეცნიერულ ჟურნალ British Medical Journal-ში გამოქვეყნდა.

კვლევებში 400 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 2,5 ათასზე მეტი ინფიცირებული იყო.

მეცნიერების თქმით, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მიუხედავად, ვაქცინების უმეტესობა არ უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას, ამიტომ, ვაქცინაციის პროგრამებთან ერთად, საჭიროა პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების დაბანა.

Guardian-ი აღნიშნავს, რომ ეს არის ამ ტიპის პირველი საერთაშორისო კვლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები