„ფაიზერი“ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოსგან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მედიკამენტის ავტორიზაციას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელ სააგენტოებს „ფაიზერმა“ მათ მიერ წარმოებული,„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციის თხოვნით მიმართა, რომლის მიღებაც ინფიცირებულ მოქალაქეებს სახლში მკურნალობის დროს შეეძლებათ.
მიმდინარე კვლევებით დგინდება, რომ „ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს.
ცნობილია, რომ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო უკვე განიხილავს „მერკის“ მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციის საკითხს.
„ვმუშაობთ საკითხზე, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით, რათა აღნიშნული პრეპარატი მომხმარებლისთვის დროულად გახდეს ხელმისაწვდომი. ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე განიხილოს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ ჩვენი განაცხადი“,- აღნიშნა „ფაიზერის“ წარმომადგენელმა პრესასთან საუბრისას.

ცნობილია, რომ მიმდინარე თვის ბოლოს, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო კომპანია „მერკის“ წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრას გამართავს, მათ მიერ შეთავაზებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო პრეპარატის მოხმარებაში ჩაშვებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე უცნობია, გაიმართება თუ არა „ფაიზერის“ მიერ შეთავაზებულ სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ანალოგიური საჯარო განხილვები.
წყარო: https://news.yahoo.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები