ვიქტორ ჯაფარიძე – ნინო ლომჯარიაზე: “ნაციონალების” დამცველია, სახალხო დამცველი არაა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, ის პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას არ ენდობა.

“ნაციონალების დამცველია, სახალხო დამცველი არაა. არ ვენდობი”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ ჰოსპიტალში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები