Bild: ლუკაშენკომ მერკელს ულტიმატუმები წაუყენა

ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა – მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით.

ამის შესახებ გერმანული Bild-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

“და ეს არის ის, რაც ლუკაშენკოს სურდა: მისი პრეზიდენტად აღიარება – რომ აღარ ესაუბრონ აგდებული ტონით ” ბატონ ლუკაშენკოს”, – წერს გამოცემა.

ასევე, ლუკაშენკომ ევროკავშირის სანქციების გაუქმება მოითხოვა, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შემდეგ იქნა დაწესებული.

როგორც გამოცემა წერს, ლუკაშენკომ თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს მიგრანტების ნახევარი, რომლებიც ბელორუსში ადრე შევიდნენ, ასევე, დაეხმაროს ქვეყანას ლტოლვილთა მისაღები ცენტრების მშენებლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები