ბორის ჯონსონი: კრემლის მხრიდან ტრაგიკული შეცდომა იქნება იმის დაჯერება, რომ სამხედრო ავანტიურით რაღაცის მოპოვება შეიძლება

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, „რუსეთის ხელისუფლებისთვის შეცდომა იქნება იმის დაჯერება, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ავანტიურით რაღაცის მოპოვება შეიძლება. ასეთი პოზიცია „ტრაგიკული შეცდომა“ იქნება კრემლის მხრიდან”.

ამის შესახებ ჯონსონმა ქვეყნის პარლამენტის წევრებთან საუბრისას თქვა, – წერს The Guardian-ი.

პრემიერს ჰკითხეს, რა უნდა გააკეთოს ბრიტანეთმა პოლონეთისა და უკრაინის დასაცავად რუსეთისგან.

ჯონსონმა კითხვაზე პასუხის გაცემისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების დაცვის კუთხით განსხვავებული სიტუაციებია, რადგან პოლონეთი ნატო-ს წევრია, უკრაინა კი ალიანსის წევრი არ არის.

პრემიერმა დასძინა, რომ ყველა მხარემ უნდა გაიაზროს სახელმწიფო საზღვარზე არასწორი გათვლების ღირებულება.

„ვფიქრობ, კრემლის მხრიდან ტრაგიკული შეცდომა იქნება იმის დაჯერება, რომ სამხედრო ავანტიურიზმით რაღაცის მოპოვება შეიძლება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები