სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეუთოს საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად ეუთოს საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ეუთოს საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ქ-ნი ანიკა სოდერი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
აღინიშნა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია მშვიდობიანი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
დელეგაციის ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი უწმინდესობის ძალისხმევის მნიშვნელობა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში.
მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა ეუთოს საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ქ-ნ ანიკა სოდერს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც სადამკვირვებლო და ჰუმანიტარულ მისიებს ასრულებენ კონფლიქტის ზონაში, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა მათ და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების იმედი გამოთქვა”,- აღნიშნულია ინფრომაციაში.