ლიეტუვამ საქართველოს “ფაიზერის” 50 310 დოზა აჩუქა

საქართველო ლიეტუვის მთავრობისგან 50 310 დოზა “ფაიზერის” ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა Twitter-ზე წერს.

“დღეს ლიეტუვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 50 310 დოზა ვაქცინის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოსთვის ჩუქებაზე. ვინარჩუნებთ მტკიცე სოლიდარობას პარტნიორ ქვეყნებთან Covid-19-თან ბრძოლის საკითხში”, – წერს კალინდრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები