მამუკა მდინარაძე: არსებობს ე.წ. მელიას ფრთა და არსებობს ე.წ. მიშას ფრთა, ეს ორი ფრთა ერთმანეთთან დაპირისპირებულია
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა განხეთქილებაა.
მისივე თქმით, ეს მტკიცებულებებით დასტურდება.
„ჩვენ თვეების განმავლობაში ვლაპარაკობდით შიდა დაპირისპირებაზე. ზოგი ვითომ დაგვცინოდა, თავის ჭკუით, ზოგი უარყოფდა ამას, ზოგი საერთოდ კომენტარს არ აკეთებდა, იმიტომ, რომ ეს „არასერიოზულად მიაჩნდა“. Facebook-სტატუსებში და ა.შ. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არის უდიდესი შიდა განხეთქილება. ზოგი არის რადიკალი, ზოგი კიდევ უფრო რადიკალია და ზოგი შედარებით პრაგმატულად უყურებს ყველაფერს. არსებობს ე.წ. მელიას ფრთა, არსებობს ე.წ. მიშას ფრთა და ეს ორი ფრთა ერთმანეთთან არის დაპირისპირებული და კიდევ რაღაც ქვეჯგუფებია იქ, აღარ მინდა დეტალებში შესვლა. „ლელოს“ ოფისში გამართული ბრიფინგებიც კი შიდა დაპირისპირებისა და კამათის ინსპირაცია გახდა“, – აცხადებს მდინარაძე.