სალომე ზურაბიშვილი: ექსპრეზიდენტის უფლებები დაცული უნდა იყოს – კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, მიუღებელია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრები დაგმო.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის უფლებები დაცული უნდა იყოს.

“დღეს მინდა, ხელისუფლებასა და საზოგადოებას მივმართო – პირველ ყოვლისა, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის უფლება, მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ის დაკავშირებულია სახელმწიფოსთან. ამდენად, ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი,  იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ამ ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, მიუღებელია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები