საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ექსპრეზიდენტი მაინც არ არის რიგითი პატიმარი.
“ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება დიდი გამოწვევაა სასამართლოს სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის.
კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.