ქაბულში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები
ქაბულის დასავლეთ ნაწილში, დაშტე-ბარჩის რაიონში აფეთქებას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ორი დაშავდა.
ამის შესახებ მედიას თვითმხილველებმა განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ავტომობილზე დამაგრებული მაგნიტური ნაღმი აღმოჩნდა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.