ბელორუსის მმართველმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ პოლონეთის საზღვრიდან მიგრანტების გაყვანის განკარგულება გასცა.
ხალხი გადაყვანილია ბელორუსის ჩრდილო-დასავლეთით, გროდნოს რეგიონის ლოჯისტიკურ ცენტრში, სადაც მათთვის მოეწყო ბანაკი.
გვიან ღამით პოლონეთის შსს-ში განაცხადეს, რომ საზღვართან ვითარება ისევ კონტროლდება.
მანამდე, მიგრანტებსა და პოლონელ სამართალდამცველებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. პოლონეთში განაცხადეს, რომ მიგრანტები მესაზღვრეებს დაესხნენ თავს, ძალოვანებმა კი ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ამასთან, მიგრანტები პოლონეთის მიმართულებით ისროდნენ შაშხანებს, რომლებიც ბელორუსელი ძალოვანებისგან მიიღეს.