სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციას 7 აზერბაიჯანელი სამხედრო შეეწირა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან, სიუნიკის რაიონში 16 ნოემბერს საბრძოლოს მოქმედებას 7 აზერბაიჯანელი სამხედრო შეეწირა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყება დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებსა და ნათესავებს უსამძიმრებს.

ასევე, ვითარების დაძაბვის შედეგად, 10 ჯარისკაცი დაიჭრა.

რაც შეეხება სომხეთის დანაკარგას, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჰყავთ ერთი დაღუპული სამხედრო, 13 ტყვედ არის აყვანილი, ხოლო 24-ის ადგილსამყოფელი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები