სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის ციხესთან მივიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გლდანის ციხესთან მივიდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში უნდა შევიდეს.

ლომჯარიას თქმით, სამედიცინო ექსპერტებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასონ.

„ამ ვიზიტის მიზანია, ჩვენმა სამედიცინო ექსპერტებმა შეაფასონ პატიმარ და პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე გაეცნონ იქ არსებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას იმისათვის, რომ წარმოგვიდგინონ მათი ექსპერტული მოსაზრებები, არსებობს თუ არა ის სამედიცინო აღჭურვილობა თუ პირობები ადგილზე, რაც ამ ტიპის პაციენტისათვის იქნებოდა მკურნალობის ადეკვატური და ეფექტური საშუალება – არა მხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის პერიოდში. შესაძლებელია თუ არა ადგილზე გაეწიოს პაციენტს ადეკვატური მკურნალობა ისე, რომ დაცული იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როგორც ამას სტრასბურგის სასამართლო ითხოვს გადაწყვეტილებაში. გაეცნობიან ყველაფერს, გასინჯავენ პატიმარს, გაესაუბრებიან, გაეცნობიან სამედიცინო ისტორიას, ინფრასტრუქტურას და აღჭურვილობას, შემდეგ თავად იმსჯელებენ ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები