დიმიტრი ხუნდაძე მედიკამენტის ფასწარმოქმნის საკითხებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ექსპერტს შეხვდა

“ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ექსპერტს მედიკამენტის ფასწარმოქმნის საკითხებში ლუკა ვუნჩინოს შეხვდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხი იყო.

„დღეს პირველი რიგის პრობლემას, განსაკუთრებით ხანდაზმულებისათვის, მედიკამენტების მაღალი ფასი წარმოადგენს. ქართული ბაზრის ანომალიაა, როდესაც ქვეყანაში ფასები ნახტომისებურად იზრდება და ხშირად საერთო ევროპულ მაჩვენებელს, ანუ ევროპულ ფასებს ასწრებს. არის შემთხვევები, როდესაც ჯენერიკული მედიკამენტების ღირებულება ბრენდულს აჭარბებს და მოსახლეობის დანახარჯები არაადეკვატურად იზრდება. ხშირია შემთხვევები, როცა ფარმაცევტული კომპანიებისა და მკურნალი ექიმების ფინანსური დაინტერესების გამო, დანიშნულებაში ძვირიანი მედიკამენტების სიჭარბეა. მიუხედავად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მზარდი საბიუჯეტო დაფინასებისა, ეს საკითხი მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის პრობლემად რჩება. კომიტეტი ამ საკითხებზე უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს და ვფიქრობ, რეალური შედეგის დადგომის დრო მოვიდა, რომ ქვეყანაში მედიკამენტები იყოს ეფექტური, ხარისხიანი და ფინასურად მისი ხელმისაწვდომობა გაიზარდოს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები