თენგიზ ცერცვაძე: ყველას ვაძლევ რეკომენდაციას, აუცილებლად აცრან 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები

“ყველას ვაძლევ რეკომენდაციას, აუცილებლად აცრან 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები”,- ამის შესახებ  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ვაქცინაცია ახლახან დაიწყო და არამგონია, რომ ჯერ ბევრი იყოს აცრილი, მაგრამ რომ დაიწყო პროცესი, უკვე კარგია. ძალიან ბევრი მეკითხება აცრან თუ არა ამ ასაკის შვილები, დიახ, მე ყველას ვაძლევ რეკომენდაციას, რომ აუცილებლად აცრან, მაგრამ ეს ასაკობრივი ჯგუფი ისეთ გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაზე, რამეთუ ძირითადი რაოდენობა მაინც მოდის ასაკოვან ადამიანებზე. რეზონანსულია შემთხვევები ახალგაზრდებში, მაგრამ რაოდენობრივად, მძიმე შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა ძირითადად 60 წელს გადაცილებულ პირებზე მოდის“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები