“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტს სს “მისო ევრო კრედიტმა“ სწავლა დაუფინანსა
“ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინიტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუნდენტს სანდრო ცოფურაშვილს სს „მისო ევრო კრედიტმა“ სწავლა დაუფინანსა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივესტიტეტი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, სანდრო ცოფურაშვილი მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, კომპანია “ევრო კრედიტის” გადაწყვეტილებით, “ევროპის უნივერსიტეტში” ერთი წლით სწავლის დაფინანსებას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტსა” და სს “მისო ევრო კრედიტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 15 აპრილს გაფორმდა, რომლის მიზანია “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა სასწავლო პროცესის მხარდაჭერა, უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, – აღნიშნულია ინფორმაციაში.