სოზარ სუბარი – უკრაინის ომბუდსმენზე: ის აკეთებს სინამდვილესთან შეუსაბამო პოლიტიკურ განცხადებებს, როცა სააკაშვილს “წამების მსხვერპლს” უწოდებს

“უკრაინის სახალხო დამცველის უფლებამოსილება არ სცდება უკრაინის საზღვრებს. როდესაც ის ითხოვს რომელიმე ქვეყანაში შეშვებას, ეს არის მასპინძელი ქვეყნის კეთილი ნება და ამ კეთილ ნებას არ უნდა უპასუხო ბოროტად”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

სობარის განცხადებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში დაცულია ისევე, როგორც დაცულია მისი ჯანმრთელობა.

სოზარ სუბარი უკრაინის სახალხო დამცველს მოუწოდებს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დაინტერესდეს ადამიანის უფლებებით.

“პირველი დავიწყოთ, ტერმინებზე საუბრით. უკრაინას არ ჰყავს სახალხო დამცველი. უკრაინის სახალხო დამცველი – ასეთი ცნება ბუნებაში არ არსებობს. უკრაინას ჰყავს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომისარი. რაც  უნდა ვუწოდოთ მას აქვს მკაცრად განსაზღვრული ტერიტორიული უფლებამოსილება და ამ ტერიროტიას არ სცილდება. ის არის უკრაინის ომბუდსმენი. საქართველოს სახალხო დამცველი არის საქართველოს ომბუდსმენი. ისინი მოვალენი არიან, დაიცვან ნებისმიერი ადამიანი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქე იქნება თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეს არის მათი უფლებამოსილება და ვალდებულება. უკრაინის სახალხო დამცველის უფლებამოსილება არ სცდება უკრაინის საზღვრებს. როდესაც ის ითხოვს, რომელიმე ქვეყანაში შეშვებას, ეს არის მასპინძელი ქვეყნის კეთილი ნება და ამ კეთილ ნებას არ უნდა უპასუხო ბოროტად. ბოროტად გამოყენებაა როდესაც ის აკეთებს აბსოლუტურად სინამდვილესთან შეუსაბამო პოლიტიკურ განცხადებებს, რომ სააკაშვილს უწოდებს წამების მსხვერპლს. სააკაშვილი წამების მსხვერპლი არ არის, მისი ყველა უფლება და ჯანმრთელობა არის დაცული. უკრაინის სახალხო დამცველმა, კარგი იქნება, მოიკითხოს, რა ხდება მისი უფლებამოსილები ფარგლებში და თავის ქვეყანაში გააკეთოს შესაბამისი განცხადებები”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები