ირაკლი კობახიძე: უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათიათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში, მგონი, სჯობს, მეტი ყურადღება მათ დაუთმოს

“უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათიათასობით პატიმარი ქვეყნის ციხეებში და მგონი, სჯობს, მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პატიმრებს, რომლებიც არიან ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინის ომბუდსმენ ლუდმილა დენისოვაზე საუბრისას განაცხადა.

„ომბუდსმენს ჰყავს ათიათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და მგონი, სჯობს, მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პატიმრებს, რომლებიც არიან ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში. თან ერთ რამეზე ჩამოვყალიბდეთ, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა თუ მესამე პრეზიდენტი. მე მგონია, არცერთი არ არის. ყველამ ვიცით, მისი უკრაინის მოქალაქეობა რას ნიშნავს, შეაწუხა ეს ქვეყანა მთელი წლებია. რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, პრეზიდენტის ინსტიტუტის არავითარი სიმბოლო ის არ არის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს ადამიანი ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად. ამაში შედის წამება, არაადამაიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ა.შ. უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ის არის არა სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ – ანტისიმბოლო. ისევე, როგორც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფალი იყო მაგალითად, მუსოლინი, ჩაუშესკო და ა.შ. არცერთი მათგანი არ განიხილება არც იტალიის, არც რუმინეთის და ა.შ. სიმბოლობებად. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ანტისიმბოლოები არიან. ზუსტად ასეთივე ანტისიმბოლოა მიხეილ სააკაშვილიც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები