ავიაკომპანიები – Flydubai და Air Arabia საქართველოს მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ

ავიაკომპანიები – Flydubai და Air Arabia თბილისის მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია Flydubai დუბაისა და თბილისს შორის 30 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით შეასრულებს 16 დამატებით რეგულარულ ფრენას, ხოლო ავიაკომპანია Air Arabia შარჯასა და თბილისს შორის 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით შეასრულებს 4 დამატებით რეგულარულ ფრენას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 12 ნოემბერს მიენიჭა. გთხოვთ,  გაითვალისწინოთ, რომ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები