სააკაშვილის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია – ბრიფინგი პენიტენციურ სამსახურში

დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილიმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.

“პენიტენციური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პაციენტი სამედიცინო პერსონალი სრული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები – არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა და სატურაცია ნორმის ფარგლებშია. ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,” – განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილიმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები