კალაძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილე დეპუტატებს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, N18 სამედიცინო დაწესებულება ყველანაირად უზრუნველყოფილია, რათა სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს. გარდა ამისა, კალაძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილე დეპუტატებს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდებს მოუწოდებს.

„მეთვრამეტე დაწესებულება, სადაც იმყოფება სააკაშვილი, ყველანაირად არის უზრუნველყოფილი, როგორც ყველა ნორმალური, ძლიერი კლინიკა. ამ დაწესებულებაშიც ყველაფერი არის უზრუნველყოფილი, რათა მას ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა. მინდა, მივმართო და ვთხოვო ყველა მოშიმშილეს, თავი დაანებონ შიმშილობას, შეწყვიტონ. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები