როგორ და რა სქემით გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასის რეგულირებას

Medical supplies, pills and capsules

მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში იმსჯელეს. შეხვედრას სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს და ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას.

მედიკამენტების ფასის რეგულირება პირველ ეტაპზე საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ, პარლამენტს ჯანდაცვის კომიტეტსა და ჯანმო-ს რეგიონულ წარმომადგენლობასთან ერთად, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, რაც ფასისა და ხარისხის დარეგულირებას ისახავს მიზნად და თანხვედრაშია ევროპის კანონმდებლობასთან.
ამასთან, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 11 რეკომენდაცია მოამზადა, რომლის მიზანი მომხმარებლის მხრიდან, მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებაა.

სააგენტოს ხელმძღვანლის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, არსებობს სრული მზადყოფნა რათა წარმოდგენილი რეკომენდაციები აისახოს საკანონდებლო ცვილებებში.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტდა, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივებს შეიმუშავებს, რასაც საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა. პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები