ამირან გამყრელიძე: მოიმატა სამოც წელს ზემოთ ასაკის პირთა აცრებმა, წამახალისებელმა ღონისძიებებმა იმოქმედა

“ეპიდსიტუაცია ქვეყანაში რთულია ამას შეაჩერებს მხოლოდ აცრა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, აცრების დინამიკა მცირედით გაზრდილია, თუმცა, საჭიროა მეტად აქტიური კამპანია და მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაცია.

“აცრების დინამიკა ონდავ გაუმჯობესებულია წინა კვირასთან შედარებით, დღეს 8200-ის ფარგლებშია. აქედან საიმედო ის გახლავთ, რომ აცრილთა 60%-ზე მეტი პირველადი აცრებია. ასევე, იმატებს წილი 60 წელს ზემოთ აცრილი ადამიანების. 12 000-ზე მეტი სამოც წელს ზემოთ ასაკის პირია ვაქცინირებული.
წამახალისებელმა ღონისძიებებმა იმოქმედა და დინამიკა გაჩნდა. იმედი მაქვს გაიზრდება ხანდაზმული ასაკის აცრები. ამისთვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია და ადგილზე აცრა. ამისთვის მიმდინარეობს მუშაობა. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად ერთვებიან სოფლის ექიმები, ვნახოთ დავაკვრიდეთ, ხაზს ვუსვამ ამ რთული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია აცრა”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები