თამარ გაბუნია: კორონავირუსის გავრცელებას ხელს უწყობს მობილობის მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც,მიმდინარე აქციები

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია, რაც მობილობის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება.

მისივე თქმით, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია მობილობის შემცირება და ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება.

„სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს, თუ დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. დღეს მთავარი ისევ არის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ვირუსის გავრცელების შეკავება. ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი, ბუნებრივია, არის მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. თუნდაც,მიმდინარე აქციები. ყველას გვესმის, რომ ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. ძალან საყურადღებოა, რომ დღევანდელ პირობებში ამ მიმართულებებითაც ვიფიქროთ. ბუნებრივია, უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები