თამარ გაბუნია: ფინანსური წახალისების სქემამ პენსიონერებზე, ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას სტიმული მისცა
“საწოლფონდი ისევ მობილიზებულია მაქსიმალურ დონეზე, 8871 საწოლია მობილიზებული. კლინიკაში იმყოფება 6718 პაციენტი, აქედან 1766 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 371 კი – რეანიმაციულ განყოფილებაში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა.
“8 ნოემბრიდან ამოქმედდა ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში 60 წლის ზემოთ პირთა ფინანსური წახალისების სქემა, ამან გარკვეულად მისცა სტიმული ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას.
აცრილთა შორის, სტრუქტურულად 28%-დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში პირთა რიცხვი და საერთოდ გუშინდელი ვაქცინაციის მაჩვენებელი 8000-ს აჭარბებს, რაც იმედისმომცემია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.