შალვა პაპუაშვილი და თამარ ტალიაშვილი თბილისის 210-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ

????????????????????????????????????

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე – თამარ ტალიაშვილი თბილისის 210-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებს გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებული სახელმძღვანელოები „რა ვიცით პარლამენტის შესახებ” გადასცეს.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეპუტატებმა პარლამენტის როლზე, მის მნიშვნელობასა და კანონშემოქმედებით საქმიანობაზე ისაუბრეს.

აღნიშნული სასწავლო მოდული მოიცავს მოსწავლის სახელმძღვანელოს და მეთოდურ რეკომენდაციებს პედაგოგებისთვის. სახელმძღვანელო განკუთვნილია V-VII კლასების მოსწავლეებისთვის და მისი მიზანია, მოსწავლეებს შეუქმნას წარმოდგენა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესახებ.

განათებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სკოლებში სამოქალაქო განათლების მხარდაჭერა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. „მოსწავლეებს გადავეცით განათლების და მეცნიერების კომიტეტის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად შემუშავებული სახელმძღვანელოები, რომელიც ეხება პარლამენტს და მის როლს. ჩვენ ვნახეთ, რომ მოსწავლეები ფლობენ ცოდნას პარლამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო განათლების კუთხით ჩვენს სკოლებში ბავშვები იყვნენ დაინტერესებული ამ საკითხებით ვინაიდან, მმართველობა ეს არის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და ბავშვები პატარა ასაკიდანვე უნდა ერკვეოდნენ იმაში თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ადრეული ასაკიდან უნდა განხორციელდეს. „გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შემუშავებული ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიისა და პარლამენტარიზმის შესახებ სკოლებში ბავშვებისათვის ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. პარლამენტარიზმის და დემოკრატიის შესახებ რაც უფრო ადრეული ასაკიდან მივაწოდებთ ინფორმაციას ახალ თაობას, მით უფრო მნიშვნელოვანი და დადებითი გავლენა ექნება მას სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი ჩამოყალიბებისათვის”, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

დაიგეგმა სკოლის მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში. ახალგაზრდები, პარლამენტის სასახლეს და ახლად გახსნილი მუზეუმს დაათვალიერებენ და პლენარულ სხდომას დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები