16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თემატური 3-წუთიანი ვიდეორგოლი მოამზადა.

ვიდეოს მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა, სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორობის პოლიტიკის პრიორიტეტების ხაზგასმა და რაც მთავარია, ტოლერანტული განწყობების წახალისება, განმტკიცება და პოპულარიზაცია.

ვიდეორგოლში მონაწილეობენ სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს გადაწყვეტილებით 1996 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები