საქართველოში კორონავირუსით კიდევ 83 ადამიანი გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსს 83 პაციენტი ემსხვერპლა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსისგან კი 4785 ადამიანი განიკურნა.