თბილისში „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებით დღეს ავტოკოლონებით აქცია-მსვლელობა გაიმართება

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. “ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დედაქალაქში აქცია-მსვლელობა დღეს ავტოკოლონებით გაიმართება.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს, 14:00 საათზე სამ ლოკაციაზე შეიკრიბებიან.

„გაიმართება მომდევნო საპროტესტო, მწვავე აქცია. აქცია- მსვლელობა ავტოკოლონებით გაიმართება და შეკრების სამი ადგილი იქნება. 14:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე; აღმაშენებლის ხეივანზე – ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან – კახეთის გზატკეცილზე, რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ, ევროკავშირის, საქართველოს დროშებით, სიგნალებით რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე“, – განაცხადა მელიამ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები