ბიძინა კულუმბეგოვი: მაღალი ვაქცინაციის მოცვის ქვეყნებში ადამიანთა “კოვიდით” სიკვდილი დაბალ ნიშნულზეა – აიცერი!

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში COVID-19-ის სტატისტიკას ეხმიანება.

მისი თქმით, იმ ქვეყნებში სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა სიკვდილიანობა დაბალია.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს.

“მიუხედავად იმისა ევროპაში შემთხვევები იზრდება, ერთი რამ დღესავით ნათელია, მაღალი ვაქცინაციის მოცვის ქვეყნებში ადამიანთა “კოვიდით” სიკვდილი დაბალ ნიშნულზეა! საქართველო ხედავთ სადაცაა აიცერი და შეცვალე ეს რეალობა”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები