“დღეს ჩვენ ყველა მედიკოსები ვართ” – პარტია “ლელომ” საგანგებო ბრიფინგი გამართა

“დღეს ჩვენ ყველა მედიკოსები ვართ”, – ამ ლოზუნგით პარტია “ლელომ” სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნეს, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ახლა მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ერთიანდება.

“დღეს საქართველო დგას ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე, ჩვენ გვაქვს გამოწვევა – გადარჩეს ადამიანი თუ მოკვდეს, სხვა ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არსებობს, ან მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა იყოს გადაყვანილი ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიიღებს შესაბამის მკურნალობას და მონიტორინგს, არ უნდა იმყოფებოდეს იმ გაუგებრობაში, რომელსაც რატომღაც ციხის საავადმყოფოს ეძახიან და რეალურად ამბულატორიის დონის დაწესებულებაც კი არ არის”, – განაცხადა პარტიის წევრმა, ვატო სურგულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები