“ჯარები მზად უნდა იყვნენ რუსეთთან ომისთვის” – ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სარდალი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ რუსეთთან ომისთვის და ნატო-ც მზადყოფნაში უნდა იყოს, – განაცხადა ბრიტანული სამხედრო ძალების მეთაურმა, გენერალმა ნიკ კარტერმა, რომელიც თვის ბოლოს თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ The Guradian-ი წერს.

კარტერის თქმით, რუსეთი ახლა უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპისთვის, ვიდრე ეს იყო რვა წლის წინ, როდესაც მან თანამდებობა დაიკავა.

გენერალი იმედოვნებს, რომ ომი არ იქნება. მისი აზრით, რუსეთს არ სურს “ცხელი ომი” – პირდაპირი ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა, ნატო ამისთვის მზად უნდა იყოს.

კარტერს ასევე მიაჩნია, რომ უკრაინისა და ბელორუსის საზღვრებზე არსებული ვითარება არის “ყურადღების გადატანის კლასიკური მაგალითი“, რომელსაც რუსეთი წლებია, ახორციელებს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ეს სიტუაცია გადაიზარდოს ომის ცხელ ფაზაში, მან თქვა: „არ ვიცი. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და დავრწმუნდეთ, რომ შეკავება მოხერხებადია. რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნატო-ში არის ერთიანობა და ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე ხარვეზს ჩვენს კოლექტიურ პოზიციაში“.

ადრე კარტერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ომის რისკი ყველაზე მაღალია “ცივი ომის” შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები