ვაქცინაცია საქართველოში – რამდენი აცრა ჩატარდა 24 საათის განმავლობაში
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 874-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 048 393 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 785 911 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 722 399, გარდაიცვალა 11 057 პაციენტი.