’15 ნოემბერს, დღის 2 სააათზე ვიკრიბებით მეტრო „ავლაბართან“, შემდეგ საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე გადაიკეტება” – ნიკა მელია

’15 ნოემბერს, დღის 2 სააათზე ვიკრიბებით მეტრო „ავლაბართან“ , რის შემდეგ მსვლელობა გაიმართება და საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე გადაიკეტება”, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის  გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავე გახდება.

”მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავე გახდება. არანაირი საფუძველი, რომ დღემდე მიხეილ სააკაშვილი არ არის გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში რეჟიმს არ გააჩნია, გარდა ერთისა – გარდა არაადამიანური მოპყრობით სააკაშვილის მიმართ პირადი შურისძიებისა. ეს არის უმწვავესი საპროტესტო, არაძალადობრივი აქცია, რომელსაც ხვალ გავმართავთ, მსგავსი ჯერ არ გაგვიმართია და ემსახურება გაფრთხილებას, რომ რეჟიმი გონს მოეგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო ფორმები გამწვავდება“, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები