“გირჩი – მეტი თავისუფლება”: მჩხიბავს შსს-ზე ჯადოს გავაკეთებინებთ

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვენ.

“დღეს “გირჩი-მეტი თავისუფლება” მჩხიბავს გააკეთებინებს ჯადოს შსს-ზე.

ქ.ნ-ი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო. იგი მეოთხე თაობის მჩხივაბია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის.

ჩვენი მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯადოს მოხსნა მხოლოდ ქ.ნ სტელას შეუძლია, რადგან მისი გამოყენებული მაგიის მოხსნა, კონკრეტულად მას მოითხოვს”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები