საქართველოში კორონავირუსით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 975 პირი ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 817 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 158 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 659 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 700 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 784 091-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 277 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 716 382.