თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა.

ცნობისთვის, დიდუბის მეტროში მატარებლის მოძრაობა უბედური შემთხვევის შედეგად დაახლოებით 2 საათით შეჩერდა.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა კაცი მატარებელს ჩაუხტა. ის ლიანდაგებსა და მატარებელს შორის იყო გაჭედილი. კაცის ამოსაყვანად სამაშველო სამსახური მუშაობდა.

ახალგაზრდა კაცი, ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები