საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც გუშინ შვედეთის საფეხბურთო ნაკრები დაამარცხა, საქართველოს რკინიგზა საზეიმო დახვედრას მოუწყობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც გუშინ შვედეთის საფეხბურთო ნაკრები დაამარცხა თბილიში დღეს, მატარებლით, ღამის  23:22 – ზე დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი, დაჩი ცაურია აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა საქართველოს ეროვნული ნაკრებს, თბილისის ცენტრალურ სადგურში,  საზეიმო დახვედრას მოუწყობს.

“ძვირფასო მეგობრებო, ახლა გზაშია და მატარებლით ბათუმიდან ბრუნდება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც გუშინ საოცარი ემოციები გვაჩუქა და დაამარცხა შვედეთის საფეხბურთო ნაკრები., – ამის შესახებ ინფორმაციას

23:22 ზე შემოვა ეს განსაკუთრებული რეისი თბილისის ცენტრალურ სადგურში, სადაც საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway აწყობს საზეიმო დახვედრას. ვისაც გაქვთ სურვილი ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიულოცოთ ეს საოცარი გამარჯვება შეგიძლიათ მობრძანდეთ და ერთად დავხვდეთ ჩვენს ფეხბურთელებს”, – წერს დაჩი ცაურია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები