მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ადამიანი ჩავარდა
არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ადამიანი ჩავარდა.
ინციდენტის გამო, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის და ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. დამატებით დეტალებს „კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.