საქართველოში დათბება – უახლოესი დღეების პროგნოზი

12 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 12 ნოემბერს ღამით +10, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 13-15 ნოემბერს +17, +22 გრადუსამდე დათბება.

12 ნოემბერს საღამოს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება. შემდგომში, 16 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 12 ნოემბერს (ღამის საათებში) შესაძლოა, მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +11 გრადუსი იქნება, შემდგომში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები