თბილისი-ზუგდიდის მატარებელს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

სამეგრელოში, სოფელ ქოლობანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მატარებელს, რომელიც თბილისი-ზუგდიდის რეისს ასრულებდა, ავტომანქანა შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, დაშავებულია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები