“სტრასბურგის სასამართლომ დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება ჰუმანურია.
“სტრასბურგის სასამართლომ დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ. მისი გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება ემთხვევა. უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა”, – აღნიშნა მინისტრმა.