სალომე სამადაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში გვითხრეს, ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო
სტრასბურგის სასამართლოში გვითხრეს, ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო, – ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სამადაშვილის თქმით, თავად იმაზე უფრო იდარდებდა, სტრასბურგში რომ უწევთ წასვლა, რათა მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ დაიღუპოს.
„სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, მე უფრო ამაზე ვიდარდებდი. რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა? მიშასთვის – მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე, და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს?
გვითხრეს – ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმანეთს მოკლავთო. საბოლოოდ, გვითხრეს, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ, მოგვახსენეთ, ყოველ დღე, როგორ გამოგდით და 24-ში შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო. ესაა და ეს“, – წერს სალომე სამადაშილი.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მას შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.