ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები დღეს 1 წუთით შეჩერდებიან

ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, სასწრაფო სამაშველო სამსახურის და ასევე კერძო ტრანსპორტის მძღოლები დღეს 1 წუთით შეჩერდებიან.
თბილისში ტრაგიკულად დაღუპულ მძღოლს ვალერი ესვანჯიას დღეს 14:00 საათზე, დაკრძალავენ.ზუსტად 14:00 საათზე ავტოტრანსპორტის მძღოლები ქვეყნის მასშტაბით – ერთწუთიან საპროტესტო აქციას გამართავენ.
ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ასევე სასწრაფო სამაშველო სამსახურის და კერძო ტრანსპორტის მძღოლები: თბილისში, რუსთავში, გარდაბანში, გორში, ქუთაისსა და ფოთში 1 წუთით შეჩერდებიან და საყვირს მისცემენ.
სატრანსპორტო საშუალებებს შავი ლენტები ექნება დამაგრებული. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირია.
შეგახსენებთ, ყვითელი ავტობუსის მძღოლი 17 ივლისს მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ადგილზევ გარდაიცვალა.
შსს-ს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ადე ო. დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები