იაგო ხვიჩია: შეიძლება, “ლელოს” კეთილი ზრახვები აქვს, მაგრამ ეფექტურობაში ეჭვი მეპარება
“გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია “ლელოს“ დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პარტია ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს.
“შეიძლება, „ლელოს“ კეთილი ზრახვები აქვს, მომრიგებლის როლის თამაში, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც თვალსაზრისით მხარე აირჩიეს. აქედან გამომდინარე, ეფექტურობაში ეჭვი მეპარება, თორემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შერიგებაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. სულ მცირე, მანამდე ვამბობდით, ვიდრე იმას დავაკვირდებოდით, რომ, დიდი ალბათობით, ორივე პარტია შეთანხმებულად მუშაობს ერთმანეთთან. ზოგადად, თუ დიალოგი არ არის, ვიწყებთ ჩხუბს. დიალოგი საჭიროა იმისთვის, რომ ჩხუბში არ გადავიდეს ურთიერთობები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.