მანჩო გიორგობიანი: “ტვ პირველი” ხელს უწყობს სიძულვილის ენის გავრცელებას
“ტვ პირველი” ხელს უწყობს სიძულვილის ენის გავრცელებას, როდემდე უნდა ვითმინოთ ეს საზოგადოებამ”, – ამის შესახებ მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს და ტელეკომპანია “პირველის” მიერ იუსტიციის მინისტრის მისამართით სიძულვილის ენის გამოყენებას გმობს.
ის არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“ვერ გავიგე, სად არიან ის ორგანიზაციები, ვინც ,,ოცნებას,, აბრალებენ სიძულვილის ენას?! მერამდენე დღეა, ეძახიან მინისტრ რატი ბრეგაძეს “ნაბიჭვარს” და რას აღარ @tvპირველი არც აჩერებს და თან სათაურშიც რომ გამოუტანია, ანუ ხელს უწყობს სიძულვილის ენის გავრცელებას!
როდემდე უნდა ვითმინოთ ეს საზოგადოებამ, მერე ჩვენგან რატომ გიკვირთ აგრესია?! რა დააშავა ამ ადამიანმა, გარდა იმისა, რომ, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თქვა სიმართლე სააკაშვილის კვებაზე?!
რატომ არ რეაგირებს @lomjaria nino , @ქარტია , @არასამთავრობოები და მაგალითად მარიამ გერსამია, ანგარიშს ანგარიშზე რომ აცხობს სიძულვილის ენაზე, რატომ არ ამბობს და წერს სიმართლეს – ვინ წამოიწყო ეს მართლა კანალიზაცია ?! რომელი “პოლიტიკოსები” , “ტელევიზიები” თუ “ჟუუურნალისტები” უკვე მერამდენე წელია უამრავ შეურაცხყოფას აყენებენ პატრიარქს, ხელისუფლებას, საზოგადოებას, გარდაცვლილებს და მათ ოჯახებს ?!
რატომ უშლით ხელს შეურაცხყოფის აკრძალვას, ცილისწამებას – გამაგებინეთ?!
p.s . აზლა მომაფიქრდა, შევიდეთ ყველა “ტვ პირველის” გვერდზე და დავარეპორტოთ ეს სიუჟეტი, სადაც სათაურში “ნაბიჭვარი “ გამოიყენეს”, – წერს მანჩო გიორგობიანი.