ბიძინა კულუმბეგოვი: პრევენციისთვის, რომ კოვიდპანდემია სასაკლაოდან მართვად პანდემიად ვაქციოთ – გამოსავალი მასიური ვაქცინაციაა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ გამოსავალი ისევ და ისევ მასობრივი ვაქცინაციაა.

“უნდა ვატაროთ პირბადე და დისტანცია უნდა დავიცვათ – რაც არის ბაზისური მართვა ინფექციის და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური. რასაკვირველია, პრევენციისთვის, რომ პანდემია კოვიდ სასაკლაოდან გადავაქციოთ მართვად პანდემიად – გამოსავალი არის მასიური ვაქცინაცია. ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი მოცულობის ქვეყნის, ვერ გაუძლებს ერთდროულად 56 000 აქტიური შემთხვევების არსებობას”, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები