რა უნდა იცოდეთ სუშიზე და იაპონურ სამზარეულოზე?

დღეს როცა კულინარიული საზღვრები ღიაა და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოები აქტიურად იკიდებენ ფეხს უცხო მხარეში, იაპონური კულინარული შედევრები მოწოდების სიმაღლეზე რჩება.

იაპონური სამზარეულოს სიდიადე შესაბამისად იქნა დაფასებული იუნესკოს მიერ, რომელმაც ის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა. იუ­ნეს­კომ ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო გა­მო­არ­ჩია, რო­გორც მდი­და­რი ის­ტო­რი­ის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ფე­ნო­მე­ნი. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს ია­პო­ნური სუფ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბი, სა­დაც უპი­რა­ტე­სო­ბა ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქ­ტებს ენი­ჭე­ბა (ბრინ­ჯი, თევ­ზი, ბოსტნე­უ­ლი, ვე­ლური ხილი, მწვა­ნი­ლი). ცალ­კე აღნიშ­ვნის ღირსი გახდა სა­დღე­სას­წა­უ­ლო ია­პო­ნუ­რი მა­გი­და.

ალბათ სწორედ ამიტომ, ნამდვილი გურმანების დიდი ნაწილისთვის ჯერ იაპონური სამზარეულო არსებობს და შემდეგ სხვა დანარჩენი. ეს მიდგომა  იაპონელების ტრადიციულობამ, ესთეტიკამ, ჯანსაღმა პროდუქტებმა და სერვირებისა, თუ მომსახურების განსაკუთრებულმა წესებმა განაპირობა.

იაპონური სამზარეულოს ხსენებისას ალბათ უმრავლესობას სუში ახსენდება, რომელიც სულაც არ არის წმინდად იაპონური წარმოშობის, მაგრამ მის პოპულარობაში სწორედ ამ ქვეყანასა და მის მაცხოვრებლებს მიუძღვით წვლილი.

ჩვენდა საბედნიეროდ, ბოლო ათწლეულში საქართველოში გაიხსნა იაპონური რესტორნები და შესაძლებელი გახდა სუშის დაგემოვნება. კულინარიის მოყვარულებს არ შეეშლებათ განსაზღვრონ ნამდვილი სუშის სიდიადე, თუმცა, მოყვარულებმა უნდა იცოდნენ, რომ ნამდვილი სუში მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება, ამიტომ უმჯობესია, ისეთ რესტორანში დააგემოვნოთ, სადაც ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება ენიჭება. თბილისში ასეთი რესტორანი „სუში რუმია“, რომელიც სამ სხვადასხვა ლოკაციაზეა წარმოდგენილი – ფარნავაზ მეფის გამზ. N1 (გუდვილის შენობა), ი. აბაშიძის N10/12, პ. ქავთარაძის N1 (სითი მოლი).   რესტორანში საოცარი გარემო, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და უგემრიელესი კერძები გელოდებათ.

აღსანიშნავია, რომ „სუში რუმი“ არა მხოლოდ სუშის სთავაზობს მომხმარებელს, არამედ ლანჩ მენიუს, ცხელ კერძებს, სალათებს, დესერტს და რაც ყველაზე მთავარია, მსოფლიოში აღიარებულ დელიკატესებს, როგორიცაა ძროხის მარმარილოსებრი ხორცი – ვაგიუ (Waguy Beef), ჰამაჩი, ჰოტატე მოლუსკის ხორცი. ზღვის ზღარბის ხიზილალა უნი (Uni) სწორედ რომ „სუში რუმის“ ექსკლუზივია და მხოლოდ ამ რესტორანშია შესაძლებელი მისი დაგემოვნება.

„სუში რუმის“ სერვისები ნამდვილი დღესასწაულის მოსაწყობად

თუ რესტორანში მისვლას ვერ ახერხებთ, სუში რუმი თავად უზრუნველყოფს კერძების  მიწოდების სერვისს. შეუკვეთეთ საიტზე www.sushiroom.ge ან დარეკეთ ნომერზე 0322 242599 და იაპონურ კერძებს სასურველ მისამართზე მოგიტანენ.

გარდა ამისა, თუ გსურთ, მოაწყოთ იაპონური წვეულება, შეგიძლიათ, „სუში რუმიდან“ გამოიძახოთ გამოცდილი შეფ მზარეული, რომელიც თქვენი და თქვენი სტუმრების თვალწინ ნამდვილ სუშის მოამზადებს! რესტორანი ასევე უზრუნველყოფს სუ­შის მი­წო­დე­ბას ქე­ი­თე­რინგ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის.

მოყვარულ მზარეულებს  „სუში რუმის“ შეფ მზარეული სახლის პირობებში სუშის მომზადების მასტერკლასებს ჩაგიტარებთ.

თუ გსურთ სუშის მოყვარულ მეგობარს, ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი გაუკეთოთ, ამაში „სუში რუმი“ დაგეხმარებათ და მოგიმზადებთ სუშის ორი­გი­ნა­ლუ­რ ტორ­ტს თქვენი სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებით.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები