საქართველოში კორონავირუსით კიდევ 67 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 435 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 115 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 989 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 104 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  752 855-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.45%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 627 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 688 781.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები